თბილისში 21 წლის სექსმუშაკი პოლიციელებმა სცემეს?

თბილისში 21 წლის სექსმუშაკი პოლიციელებმა სცემეს?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ლგბტ საქართველოს" წარმომადგენლის, ლევან ბერიანიძის ინფორმაციით, დღეს დილის 05:00 საათზე 21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების ორმა პოლიციელმა სცემა. ნაცემი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

"დღეს დილით დამირეკა ჩემთვის უცნობმა პირმა, მითხრა, რომ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში არის პოლიციელების მიერ ნაცემი ქალი. მივედი და მართლაც დამხვდა 21 წლის ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევების, შეშუპებული ქსოვილების სახით. მუხლებზე კანი გადაცქლეფილი, სისხლიანი. თავზე მრავლობითი კოპი, ამოგლეჯილი თმის ადგილი მკვეთრად გაწითლებული. ქალი განმარტავს, რომ ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების ორმა პოლიციელმა სცემა დღეს, დილის 5 საათზე. ქალს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა," - აცხადებს ლევან ბერიანიძე.

AMBEBI.GE საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე ჯერჯერობით შესწავლის პროცესშია და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.

წაიკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება და ნახეთ ვიდეომასალა

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ