პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ მიიღოს "შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები". ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პარლამენტის თხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, უარით უპასუხა.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ასევე შესთავაზა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე დაწეროს კონსტიტუციის პროექტის უკეთესი ვერსია.

"ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს კონსტიტუციის უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსენსუსზე და რომელიც დაფუძნებული იქნება ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად დაჩქარებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას, სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."