რა ბედი ეწია სტამბოლში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს

რა ბედი ეწია სტამბოლში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს

სტამბოლში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწემ, ლალი ნაკაიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაცით, დაკავებულებს სახაზინო ადვოკატი იცავს. საქმის არსებითი განმხილველი სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის.

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე გუშინ დააკავა. როგორც საკონსულოში განმარტავენ, დაკავებულებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი.

როგორც თურქული მედია წერს, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა. თურქულ მედიაში ასევე მოყვანილია დაკავებული ქართველების ინიციალები: მიხეილ ჯ (31 წლის), მამუკა ჯ (39 წლის), ტარიელ ს (46 წლის), ემზარ რ (54 წლის), მალხაზ გ (30 წლის).

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს თურქმა სამართალდამცველებმა ხუთკაციანი ჯგუფი ანტალიაშიც დააკავეს, რომლებსაც ბრალად მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ