დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

 დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

მსგავსი ჭორების გენერატორებს კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ შეკითხვას. სერგეენკოს მტკიცებით, "ის კარგადაა".

"მართალი გითხრათ, ჩემთვის უკვე საკვირველია იმიტომ, რომ მეათედ მეკითხებიან ამის შესახებ. განცხადება გააკეთა, რამდენადაც ვიცი, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, მისმა ახლობლებმაც, რომ მსგავსი არაფერია. ის კარგადაა, ჯანმრთელადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება ამ ჭორების გენერატორებს და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

წაიკითხეთ: "ეგონოთ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახის მეგობარი ექს-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი