პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველანი ვდგევართ ჩიხური სიტუაციის წინაშე - რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესის თავიდან დაწყების ინიციატივით გამდის.

"დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს - დიალოგის, ჩართულობის კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ანბანური ჭეშმარიტების" გაგებას, რომ პროცესი ჩიხშია, 6 თვე და ევროპის მითითება დასჭირდა.

"ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივეს ბოლო 6 თვის განმავლობაში, რომ ამოსავალი საკონსტიტუციო პროცესისთვის არის კონსენსუსი და დიალოგი. რეალურად, 6 თვე დასჭირდა მმართველ გუნდს, რათა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერც ვერაფერს გამოაპარებ და ვერ მოატყუებ.

გავიგე, რომ დასჭირდა 6 თვე, რომ ეს "ამბანური ჭეშმარიტება" მაინცდამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ნუ შევიყვანთ დემოკრატიულ განვითარებას კრიზისში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."