ჯანი ბუკიკიო - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია

ჯანი ბუკიკიო - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"ყველაზე გადამწყვეტი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია 7 წლით მოცდა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ - მეტ პლურალიზმს პარლამენტში. პლურალიზმი ნიშნავს მეტ დემოკრატიას", - განაცხადა ბუკიკიომ.

მისი თქმით, ვიდრე არ გამოსწორდება გარკვეული საკითხები, ყოველთვის იმედგაცრუებული იქნება.

"მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გამოსწორდება. მთავრობა დამპირდა და მეც მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, გააანალიზონ და შეეცადონ ისეთი გადაწყვეტილების მოძებნას, რომელიც გახდება საფუძველი კომპრომისისთვის. პროცესის ლეგიტიმურობა ნიშნავს დიალოგსა და კონსენსუსის საფუძველზე ამ პროცესის გაზიარებას", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

მისი თქმით, "კრიზისი სერიოზული სიტყვაა, მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ დიალოგი არ არსებობს".

"ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საჭიროა დიალოგი. კარგი კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. კონსტიტუცია მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რაც შეიძლება მეტი პარტიისთვის. ყოველთვის გამოჩნდება მოწინააღმდეგე, მაგრამ გჭირდებათ ფართო კონსენსუსი, რომელიც იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიისთვის", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები