აკაკი ზოიძე - “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება

აკაკი ზოიძე - “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება

“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება, - ამის შესახებ პარტიის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დადასტურდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.

“კახა არის პრინციპული და მიზანდასახული პოლიტიკოსი, მე თვითონ არაერთხელ მიგრძვნია მისი მხარდაჭერა. თბილისელებს ეყოლებათ ერთგული თანამებრძოლი, პროგრესული, როგორიც ქალაქს შეეფერება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება და დეპუტატის თქმით, ეს პარტიაზე „გავლენას არ მოახდენს“.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."