შსს-მ "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით აეროპორტში ორი პირი დააკავა

შსს-მ "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით აეროპორტში ორი პირი დააკავა

შსს-მ "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინტეპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ხ.ხ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ხ.ხ. 2014 წლიდან ე.წ. "ქურდულ სამყაროში" აღიარებულია "კანონიერ ქურდად". ბრალდებული 2014 წლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. "ქურდულ გარჩევებში". ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. "ქურდულ სამყაროში" აღიარებულია "კანონიერ ქურდად". დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ