ვინ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ

ვინ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ

თბილისის საქალაქო სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მის კანდიდატურას მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, ორი არამოსამართლე წევრი - ვახტანგ მჭედლიშვილი და ნაზი ჯანეზაშვილი წინააღმდეგი იყო.

მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. იგი ამ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეცვლის. მშვენიერაძის კანდიდატურა საბჭოს თავად მიქაუტაძემ წარუდგინა.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოებში თანამდებობებზე არჩევის წესი უნდა დაიხვეწოს, რათა სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოს კონკურენცია. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, უმჯობესია მოხდეს მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იქამდე, ვიდრე ცვლილებები გატარდება.

საბჭომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და მშვენიერაძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."