38 160 ლარი მერის პოსტზე და 50%-იანი წილი "ნარმანია რისერჩ ენდ კონსალტინგში" - რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მერი?

38 160 ლარი მერის პოსტზე და 50%-იანი წილი "ნარმანია რისერჩ ენდ კონსალტინგში" - რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მერი?

დავით ნარმანიას შემოსავალმა მერის პოსტზე გასულ წელს 38 160 ლარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი 26 180 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 30 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ნარმანიას ეკუთვნის 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2008 წელს 36 000 დოლარად შეიძინა, ასევე ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკიში მდებარე 5 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნარმანიას

"თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 11 923,46 ლარი და 3 765,20 ევრო; შემნახველზე - 3,20 ევრო; საქართველოს ბანკის" სოლოზე - 350 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 2 500 დოლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."