ვაკეში ევაკუატორიდან მანქანის გადმოვარდნის ფაქტი არ დადასტურდა

ვაკეში ევაკუატორიდან მანქანის გადმოვარდნის ფაქტი არ დადასტურდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ევაკუატორიდან მანქანა გადმოვარდა.

ფოტო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნინა სტურუამ გაავრცელა. ის თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მანქანა ევაკუატორიდან "სითი პარკის" თანამშრომლებს გადმოუვარდათ. კომპანიას კომენტარისთვის დავუკავშირდით და მათ მსგავსი ფაქტი უარყვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყება ევაკუატორიდან მანქანის ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აბაშიძის ქუჩაზე გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც მანქანა არის ამობრუნებული, ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავს. მათი ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, ფოტოსურათზე აღბეჭდილი ევაკუატორი ამობრუნებული ავტომანქანის საჯარიმო გადაყვანას ცდილობს, ხოლო ინფორმაცია, რომ ავტომანქანა გადაყვანისას ჩამოვარდა, მცდარია.

ფოტო: ნინა სტურუა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ