რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქართველის ოჯახის წევრები

რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქართველის ოჯახის წევრები

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე წყალტუბოდანაა. როგორც გარდაცვლილი გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, თუმცა, აქვთ ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ოჯახის წევრები დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ

"არაფერი ვიცით, იმის გარდა, რომ მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. თურქეთში მუშაობდა და ფულის ასაღებად იყო წასული. ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს. როგორც ვიცი შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ვითხოვთ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ დაკავებულს. არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი ქართველი იყოს გარეული. თურქეთიდან გარდაცვლილს დღეს გადმოასვენებენ", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ მიხეილ მაჩაიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. "29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, ქ. სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია და გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადასვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობით და ქ. სტამბოლის მერიის მხარდაჭერით მოხდება დღეს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ