5 ხერხი კოღოს ნაკბენის ქავილის შესაჩერებლად

5 ხერხი კოღოს ნაკბენის ქავილის შესაჩერებლად

ყველას გვიყვარს ზაფხული და თბილი ამინდები. თუმცა, ამ სეზონის ყველაზე დიდი პრობლემა კოღოების შემოსევაა. თუ მწერებს აეროზოლებითა და სხვადასხვა მანიპულატორებით ვერ უმკლავდებით და მაინც გემრიელად "აგემოვნებენ" თქვენს სისხლს, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელიც ნაკბენის ქავილის გრძნობას ჩაგიხშობთ:

  • კოღოს ნაკბენს გაჩენისთანავე უნდა შეებრძოლოთ, რომ ქავილის გრძნობა გაქრეს. გაიწმინდეთ ნაკბენი ადგილი სპირტით, ალკოჰოლით ან წყლით.
  • აიღეთ ლიმონი ან ლაიმი. გაჭერით და ნაზად წაისვით ნაკბენ ადგილზე, ან დაიწურეთ წვენი. ციტრუსში შემავალი მჟავა ქავილის შეგრძნებას ხსნის.
  • გამოიყენეთ შვრია. ცოტა შვრია ჩაყარეთ წყალში და დიდხანს ურიეთ. შემდეგ დაიდეთ ნაკბენ ადგილზე. დაელოდეთ, გაშრეს, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
  • დაიდეთ თაფლი ნაკბენ ადგილზე. თაფლი შეგიმსუბუქებთ ქავილის შეგძნებას და დაგიცხრობთ შესიებას.
  • გამოიყენეთ სოდა. გახსენით ერთი სუფრის კოვზი სოდა თბილ წყალში, ნაზად წაისვით მასა ინფიცირებულ ადგილზე. დატოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ თბილი წყალით მოიბანეთ. ქავილის შეგრძნება გაგიქრებათ.

მომზადებულია wikihow.com-ს მიხედვით

შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები ქართული ნაგაზის ლეკვებით - ფოტოები მონასტრული ცხოვრებიდან

"ლეგენდარული, მარადიული ქალბატონები" - როგორ გამოიყურებიან 92 წლის ლანა ღოღობერიძე და 84 წლის ნანი ბრეგვაძე

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...