ვატიკანის პოლიციამ პაპ ფრანცისკეს მრჩეველის სახლში გეი ორგია აღმოაჩინა

ვატიკანის პოლიციამ პაპ ფრანცისკეს მრჩეველის სახლში გეი ორგია აღმოაჩინა

ვატიკანის პოლიციამ რეიდი ჩაატარა სახლში, რომელიც რომის პაპი ფრანცისკეს ერთ-ერთ მრჩეველს ეკუთვნის. რეიდზე, რომელიც გასულ თვეში ჩატარდა, პირველად ინფორმაცია იტალიურმა გამოცემამ Il Fatto Quotidiano გაავრცელა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები სახლში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ხმაურზე არაერთი შეტყობინება მიიღეს მეზობლებისგან.

სახლში შესულმა პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცები აღმოაჩინეს, რომლებსაც ორგია ჰქონდათ მოწყობილი. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბინის მფლობელი პაპი ფრანცისკეს ერთ-ერთი მრჩეველია და ხელმძღვანელობს პონტიფიკოსის საბჭოს, რომელიც იურიდიულ დოკუმენტაციაზე მუშაობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ერთხელ რეკომენდაციაც გაეწია ეპისკოპოსად დაწინაურების თაობაზე.

ეს პირველი სკანდალი არ არის ბოლო თვის მანძილზე, რომელიც ვატიკანის მაღალჩინოსნებს უკავშირდება. ერთი კვირის წინ, ვატიკანში სექსუალური ძალადობის ფაქტზე დააკავეს კარდინალი ჯორჯ პელი, რომელიც პაპი ფრანცისკეს მთავარი ფინანსური მრჩეველი გახლდათ.

მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანარის კუნძულებზე, კორონავირუსის გამო, 1000-სტუმრიანი სასტუმრო კარანტინშია