ავტორი:

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ევროპის ქვეყნებს შორის აქ ახალი ტიპის ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია - 229.

მისი გავრცელების პრევენციის მიზნით, აქამდე ათი ქალაქი იყო ჩაკეტილი, თუმცა მათ კიდევ ერთი დაემატა და ახლა 11 ქალაქია იზოლირებული.

იზოლირებულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქები - კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა, ფომბიო. სომაია. ამ ქალაქებში იკრძალება როგორც შესვლა, ასევე გამოსვლა. საერთო ჯამში, კარანტინშია დაახლოებით 50 ათასი ადამიანი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში. ეს არის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც მდებარეობს ქვეყნის უმსხვილესი ტურისტული ქალაქები, მილანი და ვენეცია.

"ბიზნეს ინსაიდერი“ იტალიურ გამოცემა La Repubblica-ზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის შედეგად იტალიაში გარდაცვლილი შვიდივე ადამიანი ხანში შესული იყო და მათ სხვა დაავადებებიც აწუხებდათ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევები უკვე გამოვლინდა იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებშიც. გამოცემა Il Tempo-ს ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ ტოსკანელ მამაკაცსაც.

შეყვარებული წყვილი იტალიიდან

კორონავირუსის გამო გაუქმდა ვენეციის კარნავალი. "არმანის" მოდის სახლმა კი ჩვენება მილანში, დახურულ თეატრში, მაყურებლის გარეშე გამართა. სავარაუდოდ. კვირას ვირუსის საფრთხის გამო, "სერია ა“-ს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო შეხვედრა, მილანის "ინტერსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა, აქედან 2 663 ადამიანი ჩინეთშია გარდაცვლილი, 35 კი - მის ფარგლებს გარეთ.

ვირუსს ირანში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამხრეთ კორეასა და იტალიაში - 7-7, იაპონიაში - 4, ჰონგ-კონგში-2, გარდაცვალების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული ფილიპინებში, საფრანგეთსა და ტაივანში.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარ ჰყოფნით - საგამოფენო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტოები)

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა