აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს

აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს

აფხაზეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რუსი ტურისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დეფაქტო შსს-ში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ინციდენტი გუდაუთის რაიონის სოფელ აჩადარაში მოხდა.

"ტურისტების ჯგუფს, რომელიც სათევზაოდ იმყოფებოდა, უცნობი პირები დაესხნენ თავს, რომლებიც დანით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები და ტურისტებს ფული მოსთხოვეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც დაჭრეს, მოგვიანებით კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა", - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

ამ დროისთვის დამნაშავეთა ძებნა გრძელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ