საკრებულოს თავმჯდომარე ოთო აბესაძის დაკავებას ეხმაურება

საკრებულოს თავმჯდომარე ოთო აბესაძის დაკავებას ეხმაურება

ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს,- ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განმარტა, ოთარ აბესაძე საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად გარკვეული დროით იყო დანიშნული და ეს ვადა გასული იყო.

"ჩვენ არასოდეს ვყოფდით, არ ვყოფთ და არ დავყოფთ საზოგადოებას მხარდამჭერებად და ოპონენტებად. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აბესაძე გარკვეული დროით იყო დანიშნული და თუ არ ვცდები, ეს ვადა 6 ივნისს შეუჩერდა, ასე რომ, ჩვენ მასთან პირადი კონტაქტები ნაკლებად გვქონდა",- განაცხადა ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი დააშავებს, მან პასუხი უნდა აგოს.

მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორანის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."