ოთარ აბესაძის ადვოკატები სუს-ში მივიდნენ

ოთარ აბესაძის ადვოკატები სუს-ში მივიდნენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდნენ.

როგორც შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს ირმა ჭკადუამ განუცხადა, მას დაკავებულ ოთარ აბესაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და, შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფებიან ოთარ აბესაძის ოჯახის წევრები, თუმცა, ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორანის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ