"ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და თავს შეუძლოდ გრძნობს" - ადვოკატის კომენტარი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

"ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და თავს შეუძლოდ გრძნობს" - ადვოკატის კომენტარი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ ოთარ აბესაძეს ბრალს ხვალ წარუდგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომელიც სუს-ის შენობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ჭკადუას ინფორმაციით, ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა, თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც მასთან ხანგრძლივი საუბარი ვერ მოახერხა.

ადვოკატი ამ დრომდე არ ფლობს ინფორმაციას, აღიარებს თუ არა ბრალს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე. იმის გამო, რომ დაკავებულთაც ხანგრძლივი საუბარი ვერ მოახერხეს, ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლას ღამის საათებშიც გეგმავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ ოთარ აბესაძის ოჯახის წევრები, თუმცა, მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო მას 3 ათასი დოლარის აღებას ედავება.

ასევე წაიკითხეთ: თბილისის მერია ოთო აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ