ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული დავით ხარშილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ხარშილაძეს ასევე დაევალა სასამართლოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარება.

ხარშილაძის განცხადებით, მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე მოულოდნელი იყო. ხარშილაძე სასამართლოს და მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

როგორც ხარშილაძემ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ "ჩაუდო".

"მარტივად ადგნენ და ჩამიდეს. უდანაშაულო ვარ. ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია. ეს შს მინისტრისთვის დასაფიქრებელია, როცა პოლიციელის შვილი ნარკოტიკს უდებს ადამიანს. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ, ჩადების გამო იხდის სასჯელს. ყველას ვეტყვი იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ