თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაინიშნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდების მხარე აბესაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ოთარ აბესაძეს ბრალად ქრთამის აღება ედება. მერიის თანამშრომელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 ივლისს, ღამით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორნის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა.