ახალი დეტალები თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - "გოგონა ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ"

ახალი დეტალები თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - "გოგონა ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ"

უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, ბიძაშვილს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მეზობლის ინფორმაციით, ბიჭი დაკარგულია და მას ვერ უკავშირდებიან. მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი გოგონა ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ.

იხილეთ ვიდეო, რას ყვება მეზობელი (1:13 წთ)

მეზობლებისვე ინფორმაციით, დეიდა, რომლის სახლშიც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ფოთში იმყოფება და ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეიდა მათ ვერ დაუკავშირდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და მათ ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ