ლეონიდ კალაშნიკოვი - "პატრიოტთა ალიანსის" მიწვევით, რუსი პარლამენტარები საქართველოს ეწვევიან

ლეონიდ კალაშნიკოვი - "პატრიოტთა ალიანსის" მიწვევით, რუსი პარლამენტარები საქართველოს ეწვევიან

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართოს, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა "იზვესტია" იუწყება.

როგორც გამოცემას რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გაუცხადა, საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირებაში და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში.

ლეონიდ კალაშნიკოვის განაცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა, რომლებიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდნენ, რუსი კოლეგები საქართველოში მოიწვიეს.

"ჩვენ აუცილებლად გავემგზავრებით თბილისში. რუსი პარლამენტარები სულ მცირე ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ამგვარი კონტაქტები რიგი საკითხების გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეკონომიკას, შევეცდებით სავიზო საკითხი გადავჭრათ. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია", - განაცხადა კალაშნიკოვმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."