საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინული ხორცის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმწოდებელმა თავდაცვის უწყებას წერილობით აცნობა, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტი იყო და გამომდინარე აქედან, მათ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს.
„მიმწოდებელმა, რომელიც ამარაგებს ხორცით თავდაცვის უწყებას, წერილობით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, რომ ქართული პროდუქციის დეფიციტია ბაზარზე და ვხედავთ დიდ რისკებს ქართული ჯარის უწყვეტად მომარაგების თვალსაზრისით. ეს არა მხოლოდ მომარაგების, არამედ, ქვეყნის უსაფრთხოების თემაა და სწორედ ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.