"მომდევნო დღენახევარი მთვარე კირჩხიბის ნიშანს სტუმრობს..." - ასტროლოგის რეკომენდაციები

"მომდევნო დღენახევარი მთვარე კირჩხიბის ნიშანს სტუმრობს..." - ასტროლოგის რეკომენდაციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მომდევნო დღენახევართან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციებს გვიზიარებს:

"მომდევნო დღენახევრის განმავლობაში მთვარე კირჩხიბის ნიშანს სტუმრობს და ამიტომ ადამიანებში მკვეთრად იმატებს სწორედ ის თვისებები, რაც კირჩხიბის ზოდიაქოს მახასიათებელია:

მფარველობისა და მზრუნველობისაკენ მიდრეკილება, ინტუიციის გამძაფრება და სხვათა მდგომარეობაში შესვლის უნარი, ასევე ოჯახური იდილიის და მყუდროების სურვილი.

თუმცაღა ამავდროულად , გაზრდილი ემოციურობის გამო გაღიზიანებულობა და განწყობის ხშირი ცვლა, აგრეთვე ჩაკეტილობაც მოიმატებს. ამ დროს ძლიერდება ასევე დედობრივი ინსტიქტები, და შესაძლებელია გადაჭარბებული ყურადღებით ზედმეტი გაღიზიანებულობაც კი გამოიწვიოთ თქვენი გარდატეხის ასაკის შვილებში.

ინტუიცია გაძლიერებულია და თავისუფლად შეგიძლიათ მას მიენდოთ ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს სასამართლოში საქმის წარმოების დაწყება, ასევე ახალ შენაძებებთან (განსაკუთრებითთ მიწის ნაკვეთის შესაძენად) თუ ბიზნეს-კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებული საქმეები. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია ისეთი შენაძენებისათვის, რაც დედობას, ბავშვების ან ოჯახის კვებას ეხება; კარგია შინ რემონტის ან გენერალური დალაგებისათვის; სამაგიეროდ არ გირჩევდით მშენებლობის წამოწყებას. უარყოფითი პერიოდია ქორწინებისთვისაც და ზოგადად ოჯახური ზეიმებისათვის. ამ დღეებში ენერგოვამპირები აქტიურდებიან და მაქსიმალურად ეცადეთ ამ მხრივაც დაცულნი იყოთ. ერიდეთ კონფლიქტში შესვლას, კამათს, უხეშობას, ნუ იცრუებთ.

ვინაიდან მთვარე კირჩხიბში იმოძრავებს, ყველაზე მეტად კუჭი დასუსტდება და მჟავიანობას მოუმატებს მათთვის, ვინც დღის საათებშია დაბადებული, ხოლო ღამის საათებში დაბადებულებისათვის - პირიქით დაქვეითდება. ყველა სახის მანიპულაცია კუჭზე უკუნაჩვენებია ამ პერიოდში. საჭმლისმომნელებელ ტრაქტზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, დიაფრაგმაზე, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლებზე ენდოსკოპიური გამოკვლევები მცდარ რეზულტატებს მოგცემთ. ოპერაცია კი არასახარბიელო შედეგს.

გამწვავდება მემკვიდრეობითი და აგრეთვე მომნელებელი სისტემის დაავადებები.

მოერიდეთ გაცივებას, განსაკუთრებით ეს მეძუძურ დედებს ეხებათ, რადგან მასტიტების რისკი იზრდება.

სამაგიეროდ, ამ პერიოდში რეკომენდებულია შლაკების , კენჭების და დაგროვილი მარილების გამოდევნის პროცედურები. აგრეთვე ართრიტების მკურნალობა.

დაისვენეთ, მიიღეთ წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები. სითხეები სვით, მაგრამ ერიდეთ ალკოჰოლს, ასევე გაყინული ან დაკონსერვებული საკვები პროდუქტების მიღებას. სახიფათოა შხამქიმიკატებთან და ნავთობპროდუქტებთან ურთიერთობაც".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ