აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - დეპუტატის პასუხი გავრცელებულ კადრებზე

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - დეპუტატის პასუხი გავრცელებულ კადრებზე

"ევროპული საქართველოს" მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა. ჩვენ დავუკავშირდით ოთო კახიძეს და ვკითხეთ, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება და დაარღვია თუ არა კანონი აღმაშენებელზე მარშის მიმდინარეობის დროს იარაღით ყოფნით.

მან განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს და კანონი არ დაურღვევია.

"ლეგალურად ვისაც აქვს, დაცვის თანამშრომლებიც არიან, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ვინც იცავს, მათ აქვთ ჩვეულებრივად. მე ეს იარაღი გამოსაჩენად არ მქონდა. კი, საქამრეზე იარაღი მიკეთია, ვატარებ ხოლმე ჩვეულებრივ, მაქვს უფლება და გაფორმებულია. ამით არანაირი კანონი არ დამირღვევია", - განაცხადა ოთო კახიძემ.

ნახეთ ვიდეო

თუმცა, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

Ambebi.ge-სთან საუბარში "საიას" იურისტი გიორგი გოცირიძე  ადასტურებს კანონში არსებულ ჩანაწერს და ამბობს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით იარაღის ტარების უფლება აქვთ.

"ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი და აქ პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, ეს არის კონკრეტული მოთხოვნა. აქ მნიშვნელობა არ აქვს პირს, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, ასეთ გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს", - განმარტა გიორგი გოცირიძემ.

"მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაშია, გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს" - ქუთაისში ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს პატიმრობა შეუფარდეს -  გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს

რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?