ლეილა მუსტაფაევა - დღემდე არ ვიცით, ვინ გასცა აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანება და ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას

ლეილა მუსტაფაევა - დღემდე არ ვიცით, ვინ გასცა აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანება და ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას

ჩვენ ბევრი კითხვა დაგვიგროვდა მთავარი პროკურატურის მიმართ, - განუცხადა ჟურნალისტებს აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ მთავარ პროკურატურაში შესვლის წინ.

"ამ ორი თვის განმავლობაში, როდესაც პოლიცია გამოძიებას ატარებდა, ჩვენ არ მიგვიღია პასუხები ჩვენს კითხვებზე. ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ იყო აფგან მუხთარლი გატაცებული, ვინ გაიტაცა და რაც მთავარია, ვინ გასცა მისი გატაცების ბრძანება, ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას", - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

ის ასევე გამოეხმაურა შს სამინისტროს მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლებას.

"გარდა ამისა, გასულ კვირას შს მინისტრმა განაცხადა, რომ შს სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან არის გადაყენებული. არ უნდა მომხდარიყო მათი გადაყენება. პირიქით, ისინი უნდა მოქცეულიყვნენ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და პასუხი გაეცათ კითხვაზე, მაგალითად, თუ როგორ დაუშვა სასაზღვრო პოლიციამ აფგან მუხთარლის გაყვანა. ასე რომ, მათი თანამდებობიდან გადაყენება არაფერს იძლევა. მათ უნდა გაეცათ კითხვაზე პასუხი თუ როგორ და რატომ დაუშვეს ეს", - განმარტა მან.

როგორც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, ახლო მომავალში ნათელი გახდება, შეუძლია თუ არა ენდოს პროკურატურის გამოძიებას. "თუ ისინი პოლიციის მსგავსად ჩაატარებენ გამოძიებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქმე გვაქვს მმართველი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებასთან", - განაცხადა მუსტაფაევამ.

მთავარ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს. ლეილა მუსტაფაევა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად გამოცხადდა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება