ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიხემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებული სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და სურს მისი საქმე საზოგადოებამ განიხილოს.

"ეს არის ნიკა რევაზიშვილის გადაწყვეტილება. თუ აქამდე, საზოგადოების ინფორმირება საქმის გარემოებების შესახებ მედიის მეშვეობით ხორციელდებოდა, ახლა უკვე საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაიხედონ უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეში და თავად განახორციელონ რეალური მართლმსაჯულება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. ნიკა რევაზიშვილი უნდობლობას უცხადებს მორჩილ სასამართლო სისტემას და გვსურს საქმე საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილონ. პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს ცრუ მოწმე გური ამირხანაშვილი მსხვერპლად", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე