სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი.
მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 5 სამაშველო ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ნახეთ: ხანძარი "რუსთავი 2"-ში - ვიდეოკადრები ადგილიდან
წაიკითხეთ: ნოდარ მელაძის კომენტარი "რუსთავი 2"-ის შენობაში გაჩენილ ხანძარზე