"ტარიფები მუდმივად გადაიხედება" - როდის გაიზრდება და რამდენით გაზის გადასახადი

"ტარიფები მუდმივად გადაიხედება" - როდის გაიზრდება და რამდენით გაზის გადასახადი

"გაზის ტარიფები აუცილებლად გადაიხედება, ოღონდ ზრდისკენ თუ კლებისკენ, ახლა თქმა შეუძლებელია", - ეს ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ტარიფმა თბილისში ნახევარი თეთრით მოიმატა. ოპოზიცია ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ელოდება. ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ამიერიდან ტარიფები ყოველწლიურად გადაიხედება, თუმცა, როდის გაიზრდება და რამდენით, წინასწარ ამის თქმა ძნელია.

ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრი: "უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მიერ გადახდილი ელექტრომატარებლების საფასურით, ამ სექტორს ვინახავთ. ვიხდით, რომ დენი და გაზი მუდმივად მოგვეწოდებოდეს, და თუ ტარიფი სამართლიანი არ იქნება, შესაბამის მომსახურებას ვერ მივიღებთ.

- 2007-დან 2017 წლამდე გაზის ტარიფი არ შეცვლილა. ის სამართლიანი იყო?

- არ იყო სამართლიანი. ტარიფის ოდენობა ობიექტურ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

- უფრო მეტი უნდა ყოფილიყო თუ ნაკლები?

- 2007 წლიდან ტარიფების გადახედვა არ მომხდარა, ეს არ იყო სწორი. ჩვენ ვიწყებთ პერიოდულ გადახედვას. დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ტარიფებს ადგენს და აქვს მათი დათვლის მეთოდოლოგია.

- ანუ ტარიფები შესაძლოა ყოველწლიურად შეიცვალოს?

- ეს დამოკიდებულია დაბანდებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსსა და

სხვა ფაქტორებზე. რეალობიდან გამომდინარე, ტარიფები მუდმივად გადაიხედება.

- თუ მოქმედი ტარიფები არ იყო რეალობას მორგებული, აქამდე რატომ არ გადახედა ხელისუფლებამ?

- იმიტომ, რომ მეთოდოლოგიის შემუშავება მიმდინარეობდა. ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით და ტარიფების დასადგენად მივიღეთ ახალი პერიოდულობა, მეთოდოლოგიები.

- საზოგადოებას ახსოვს თქვენი წინამორბედის, კახა კალაძის დაპირება, რომ ტარიფები შემცირდებოდა...

- რამდენიმე წელია, გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."