კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს

კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს

კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს. ინფორმაციას მხატვრის და, ანა დუღაშვილი ადასტურებს.

ოჯახს ჯერ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, სად იმყოფება დუღაშვილი, თუმცა იციან, რომ ის ერთ-ერთ მონასტერშია. ცოტა ხნის წინ მან თავად დარეკა მონაზონთან და შეატყობინა, რომ ცოცხალია და კარგადაა, შემდეგ კი სასულიერო პირმა ამის შესახებ ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია.

VIDEO| ნახეთ, გაუჩინარებულ ბესიკ დუღაშვილის დასთან ჩაწერილი ემოციური ინტერვიუ პოვნამდე რამდენიმე წუთით ადრე - "პირადში მომწერა, შემინდე, თუ შეგიძლიაო..."

"დედაოსთვის დაურეკავს ბესოს და მერე დედაომ დარეკა მისი ყოფილი მეუღლის ბიძაშვილთან შესატყობინებლად. სად არის არ ვიცით, ამას პოლიცია დაადგენს ტელეფონის ზარით... ჩვენთვის მთავარია რომ ცოცხალია, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა... მთელი საქართველო ფეხზე რომ დადგა, ალბათ მონასტერშიც გაიგეს და უთხრეს შეეტყობინებინა ოჯახისთვის, რომ ცოცხალია. როგორც ვიცი ჯერ არ ჩამოვა, განერიდა სიტუაციას და თავს იკავებს დაბრუნებისგან... დარჩება თავის თავთან მარტო და როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ, დაბრუნდება" - ამბობს ჩვენთან საუბარში ანა დუღაშვილი.

კარიკატურისტის და ჯერ კიდევ დაკითხვაზეა, სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ რომ დაადგინონ, საიდან განხორციელდა ზარი.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება, დაიკითხებიან ოჯახის წევრები.

ბესიკ დუღაშვილს ახლობლები და სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გაუჩინარებამდე მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი