აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია - პირველი კადრები აეროპორტიდან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია - პირველი კადრები აეროპორტიდან

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსს და მის მეუღლეს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლესა და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

ნახეთ ვიდეო: ემოციური კადრები - ქართული ორკესტრის მიერ შესრულებული ამერიკის და საქართველოს ჰიმნი და მაიკ პენსის მისალმება თბილისის აეროპორტში

1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ხვალვე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება. ასევე იგეგმება მისი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება.

წაიკითხეთ: შოუს წამყვანობიდან ვიცე-პრეზიდენტობამდე - უცნობი ფაქტები მაიკ პენსის შესახებ და მისი ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ფოტო: ირაკლი გედენიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."