ბიზნესმენ ბაია დავითაიას ბაგებში "პარკინგზე" გაჩერებული მანქანა წიხლებით დაულეწეს

ბიზნესმენ ბაია დავითაიას ბაგებში "პარკინგზე" გაჩერებული მანქანა წიხლებით დაულეწეს

ბიზნესმენ ბაია დავითაიას თბილისში "რენჯ როვერის" მარკის ავტომობილი დაუმტვრიეს. როგორც დავითაია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ის ბაგებში ერთ-ერთ კორპუსში იყო სტუმრად მეგობართან და მანქანა პარკინგზე, ცარიელ ადგილას დააყენა, დაბრუნებულს კი ასეთი სურათი დახვდა. ბაია დავითაია ფოტოებსა და ვიდეოსაც ავრცელებს:

"გუშინ ვიღაც ცხოველმა დამილეწა მანქანა; ამხანაგთან ვიყავი და მის პარკინგზე გავაჩერე. გამოვიძახე პატრული და ეგ ტიპი ვიპოვეთ. ჩემი იყო ეს ადგილიო გამოგვიცხადა (!). დავრჩი ამ სიცხეში უმანქანოთ სანამ გამიკეთებს... წიხლები ურტყა ისე, რომ ჩაღუნულია ბაგაჟნიკი", - წერს ბაია დავითაია. მისივე თქმით, თავდამსხმელმა, რომელიც იმავე კორპუსის მაცხოვრებელი აღმოჩნდა, მანქანის შეკეთებაზე თანხმობა განაცხადა. საქმე აღძრული არ არის.

იხილეთ შემთხვევის ამსახველი კადრები

ბიზნესმენი ბაია დავითაია მილიონერ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლეა. დავითაია ნიუ-იორკში შვილთან, ლუკასთან ერთად ცხოვრობს და თბილისში იშვიათად ჩამოდის.

მუცოს ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - გელა დაიაურის ემოციური პოსტი და გარდაცვლილი მეუღლის სასიყვარულო წერილები არქივიდან

დღის ფოტო - იუბილარი ნანი ბრეგვაძე 84 წლის ასაკში საოცრად გამოიყურება

ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ შვილის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს - ფოტოები ბორჯომიდან