ავტორი:

ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ შვილის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს - ფოტოები ბორჯომიდან

ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ შვილის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს - ფოტოები ბორჯომიდან

ლელა კილაძისა და გიგი უგულავას საერთო შვილი ალექსანდრე უგულავა გუშინ იუბილარი გახლდათ და 10 წლის შესრულდა. მართალია, წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როდესაც გიგი უგულავა დააკავეს, მაგრამ როგორც ჩანს, შვილის ინტერესებიდან გამომდინარე ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

ალექსანდრე უგულავამ დაბადების დღე მშობლებთან ერთად ბორჯომში აღნიშნა და საკუთარ დაბადების დღეზე როგორ ჩანს, დიდი ხნის ოცნებაც აისრულა და მარტო სპეციალურ ბაგირზეც დაეშვა.

"ჩემი მაუგლი" - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა შვილის ვიდეო გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში.

როგორც ლელა კილაძის ინსტაგრამიდან გავარკვიეთ, ალექსანდრეს დაბადების დღეს ბორჯომში იმყოფებოდნენ ლელას უფროსი შვილები, თრინითი, რომელიც გუკა რჩეულიშვილთან ქორწინებისას შეეძინა და ნინო დარასელის შვილი მარიტა.

ლელა კილაძისა და გიგი უგულავას ერთად გამოჩენამ ბორჯომში გააჩინა ჭორები, რომ წყვილი შერიგდა, თუმცა როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, ეს ინფორმაცია ტყუილია და უბრალოდ, შვილის დაბადების დღე აღნიშნეს.

ლელა კილაძის მესამე ქმარი გუკა რჩეულიშვილი ამჟამად პატიმრობაშია და ექვსთვიან სასჯელს იხდის. გუკა მეუღლის სარჩელის საფუძველზე დაიჭირეს, როდესაც შემაკავებელი ორდერი დაარღვია. უცნობია, შერიგდებიან თუ არა ლელა და გუკა, მას შემდეგ, რაც რჩეულიშვილი ციხეს დატოვებს.

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ.. რა სულელური ფორმულირებაა" - ნათია ფანჯიკიძე

"ეს არის ის, რისთვისაც ცხოვრება ღირს" - რა ვიდეოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში"

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ" - ბექა ოდიშარიას კომენტარი ვახუშტი მენაბდეს, რომლის გამოც პარლამენტარი მწვავედ გააკრიტიკეს