პრეზიდენტის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე

პრეზიდენტის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე

როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით მოქალაქეობის თაობაზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქლეობის მინიჭების საკითხზე დასმულ შეკითხვას.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მას 5 წლის განმავლობაში სააკაშვილი საერთოდ არ უკრიტიკებია.

"ალბათ, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვლთან. მერე ყველა, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკითაა დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს, არ ვარ შესული მასთან პოლემიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყანამ მომავლით უნდა იცხოვროს. იყო ერთი გამონაკლისი, როდესაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქობა დათმო და ეს არ მომეწონა. მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც 2-ჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, იმდენად პატივს უნდა სცემდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. რას გადაწყვეტს სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და, შესაბამისად, მერე როგორ იქნება ჩემი პასუხი, ამას იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყნას თხოვნით მოქალაქეობის თაობაზე", - განუცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."