დაკავებულია მძღოლი, რომელიც სურამში ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა

დაკავებულია მძღოლი, რომელიც სურამში ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ "ნისან ტიდათი" მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს - 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ