GEM FEST-ის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

GEM FEST-ის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ირანის მოქალაქე "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზეა დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს.

იხილეთ ბრალდებულის დაკავების და ამოღებული ნარკოტიკების კადრები

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი "მეტადონი", "მდმა"-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, "მდმა"-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ