რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირანის მოქალაქეზე

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირანის მოქალაქეზე

შსს ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული ფ.ა.-ს დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი: 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება. პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღო სხვადასხვა ფერის და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

უწყების ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში "ჯემ ფესტიდან" ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ