შსს-მ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შს მინისტროს მოადგილე მერაბ მალანიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტარი. სრული ლოკალიზება გვაქვს ცეცხლის. გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დარჩენილია რამდენიმე პატარა კერა, რომელსაც ებრძვიან მეხანძრე-მაშველები. გამოძიება დაიწყო 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაუდევრობით დაზიანებას გულისხმობს", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც მერაბ მალანიამ განმარტა, "ვერსია უამრავია, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ