მთაწმინდა ხანძრის შემდეგ - უახლესი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მთაწმინდა ხანძრის შემდეგ - უახლესი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მთაწმინდაზე, ხანძრის ადგილზე ერთი ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ დრომდე რჩება. არსებული ინფორმაციით, წუხანდელმა ხანძარმა 2 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა.

ხანძრის ტერიტორიიდან გთავაზობთ უახლეს ფოტომასალას, რომელიც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა გადაიღო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტყის მასივში ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის არეალი მალევე გაიზარდა. თავდაპირველად რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკას გადაადგილება უჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი