ქუთაისის სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში", კერძო დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" ობიექტის დაცვის თანამშრომელს სცემეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხვილველის თქმით, დაცვის თანაშრომელს 5 ახალგაზრდა უმოწყალოდ სცემდა. ნაცემ მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
იხილეთ ვიდეო: ინციდენტი "ქარვასლაში" - 5 ახალგაზრდამ, რომელებიც ნივთის მოპარვას ცდილობდნენ დაცვის თანამშრომელს სცემეს