ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები - კიდევ უფრო ჩამორჩენილი

ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები - კიდევ უფრო ჩამორჩენილი

თბილისის ცენტრში სკოლები უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, ხოლო სოფლის სკოლები მაგრად არიან ჩამორჩენილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ არის მიბმული პედაგოგების საკითხთან.

"ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი, რაც კვლევით გამოვლინდა, არის ის, რომ თბილისის ცენტრალური უბნების საშუალო მაჩვენებელი არის თითქმის საშუალო ევროპულთან. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ცენტრში კერძოც და საჯარო სკოლებიც უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი. რა თქმა უნდა იქაც არის გამონათებები, მაგრამ მაინც, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან სოფლის სკოლებთან შედარებით, ეს არის ცალსახად მიბმული პედაგოგებზე. სოფელში საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები არ არიან. ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მათემატიკოსი და ბიოლოგი ყველა სოფელში ჭირს. ეს მათ შორის იმის ბრალიც არის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში კამპანიური ხასიათი ჰქონდა იმას, რომ მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟი მოკლეს. არც ერთ ახალგაზრდას არც სოფელში და არც ქალაქში არ უნდოდა. პირველად იყო 2016 წელს, როცა ჩვენი ძალისხმევით 1000-მა სტუდენტმა ჩააბარა პედაგოგიურზე. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ სოფლებშიც და ეროვნული უმცირესობების სკოლებშიც დაბრუნდებიან საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და განათლების ხარისხიც აიწევს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."