თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს. სპეცოპერაციის ადგილი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
სპეცოპერაციის შესახებ თვითმხილველები დეტალებს ყვებიან. არსებული ინფორმაციით, თბილისის შემოსასვლელში მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველები დევნას ახორციელებდნენ, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილი მათ არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის გაჩერების მიზნით, მცირე შეჯახება მოახდინეს.
თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ. ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უწყებაში დამატებითი კომენტარი ჯერ არ კეთდება.