როგორ ცხოვრობენ სამეგრელოში პრინცი და პრინცესა - გაიცანით დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლები

როგორ ცხოვრობენ სამეგრელოში პრინცი და პრინცესა - გაიცანით დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლები

ოდესღაც სამეგრელოს მთავრის - დავით დადიანის ქალიშვილი ნაპოლეონ ბონაპარტის დის შვილიშვილზე დაქორწინდა. სალომე დადიანი და აშილ მიურატი ერთ ხანს პარიზში ცხოვრობდნენ, მაგრამ საფრანგეთში მონარქიის გაუქმების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ და კარგა ხანს ცხოვრობდნენ აქ. პრინცი საქართველოში გარდაიცვალა და სოფელ ჭკადუაშში დაკრძალეს, სადაც დადიანების ერთ-ერთი მამული მდებარეობდა. სალომე კი, სამ შვილთან - ლუსიენთან, ნაპოლეონთან და ანტუანეტ მიურატებთან ერთად საცხოვრებლად კვლავ პარიზს დაუბრუნდა...

მას მერე მიურატების საქართველოში სტუმრობის შესახებ ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდებოდა, ისინი ჭკადუაშისეული მამულის - სამონადირეო რეზიდენციის დაბრუნებას ითხოვდნენ... მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ლუსიენ მიურატის ერთადერთი ვაჟის - სანახევროდ საქართველოში გაზრდილი აშილ მიურატის შვილიშვილი, პრინცი ალანი და მისი მეუღლე პრინცესა ვერონიკა უკვე მუდმივად ცხოვრობენ ჭკადუაშისეულ მამულში. საქართველოში ცხოვრობს და ქართველზეა გათხოვილი მათი ქალიშვილი მატილდა, რომელიც ხშირად სტუმრობს მშობლებს სამეგრელოში.

ჟურნალი "შინ" არისტოკრატ წყვილს ჭკადუაშში ესტუმრა.

პრინცი და პრინცესა ძალიან სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ. აღმოჩნდა, რომ სასახლეში ძალიან ბევრი რამ პრინცესა ვერონიკას თავისი ხელით გაუკეთებია. "ფაქტობრივად, გავერანებული იყო აქაურობა. დედამ ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. ქსოვილის შპალერიც თავად გააკრა ფრანგული სტილით და სამზარეულოს კაფელიც. საერთოდაც, შინ რასაც ახალს ნახავთ, სულ დედას ნამუშევარია " - ამბობს მატილდა. იხილეთ ფოტოები და გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ