ბოლო ინფორმაცია მთაწმინდიდან, სადაც სროლის შედეგად მამაკაცი მოკლეს

ბოლო ინფორმაცია მთაწმინდიდან, სადაც სროლის შედეგად მამაკაცი მოკლეს

ჭონქაძის #22-ში მომხდარი მკვლელობის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები. მიმდინარეობს ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლების და ქუჩაზე განთავსებული სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლები გამოკითხვა.

მკვლელობა მოხდა მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე, სადაც ასევე არის მთაწმინდის პარკში ასასვლელი მატარებელი. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილზე განთავსებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა, არის თუ არა დაფიქსირებული მომხდარი ფაქტი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" პირად საუბრებში აცხადებენ, მათ გაიგეს ყვირილი, შემდეგ კი იყო გასროლა. თვითმხილველთა განცხადებით, შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა, სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით.

ნახეთ: LIVE: მკვლელობა მთაწმინდაზე - დეტალები ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ