რას ამბობს მთაწმინდის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

რას ამბობს მთაწმინდის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ჭონქაძის ქუჩაზე, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი, მიხეილ იაშვილი თავს უდანაშაულოდ თვლის და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. როგორც მიხეილ იაშვილის დედა, ნინო შავგულიძე აცხადებს, მკვლელობის დროს მისი შვილი სახლში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მიხეილ იაშვილი გარდაცვლილს იცნობდა, თუმცა მასთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. რაც შეეხება ბინის ჩხრეკას, შავგულიძის თქმით, პოლიციელებმა ვერაფერი იპოვეს, რაც მისი შვილის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ამასთან, ნინო შავგულიძემ აღნიშნა, რომ მისი შვილი წუხელ, საკუთარ სახლში დააკავეს.

მკვლელობა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში გუშინ მოხდა, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები ამოიღეს და მოქალაქეები გამოკითხეს. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი