ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მამაკაცს გადმოვარდნის შედეგად ფეხი დაუზიანდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.