გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები

გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "ჯემ ფესტის" დამფუძნებლის, გიორგი სიგუას გამოკითხვა დასრულდა. მან უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესვენების შემდეგ განახლებული გამოკითხვა ასევე "ჯემ ფესტის" ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. მისი განმარტებით, გამომძიებლებმა დავალიანებების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გამოკითხეს.

"გამომკითხეს ყველა იმ დავალიანების შესახებ, რომელიც ჩვენს მიმართ აქვთ სხვადსხვა კომპანიებს და მისაღები გვაქვს თანხები. ასევე, დეტალურად გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ რა დავალიანებები გაგვაჩნია ჩვენ. არც ერთ და არც მეორე მხარეს არაფერი უსაშველო არ არის. ასევე გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა თანხები გვაქვს მისაღები, რას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს "ბლექ სი არენას" წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ 31 ოქტომბრამდე ჩვენ იქ ღონისძიება უნდა ჩავატაროთ და დაინტერესდნენ, ვაპირებთ თუ არა ამ ღონისძიების ჩატარებას. დავუდასტურე და თქვენც გიდასტურებთ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ. ასევე აინტერესებდათ, ვაპირებთ თუ არა "ჯემ ფესტ 2018"-ის გაკეთებას და ვუთხარი, რომ ვაპირებთ. გაირკვა ისიც, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის და მე როგორც ვიცი, გამოიკითხება ყველას, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონია "ჯემ ფესტთან" ფინანსურ ასპექტში", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

"ჯემ ფესტის" დამფუძნებლის თქმით, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მისთვის უცნობია. "მე გამოვიკითხე მოწმის სახით. აღძრულია საქმე რაღაც ფაქტთან დაკავშირებით და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ მეუბნებიან. დავუდასტურეთ მზაობა, რომ ყველაფერში ვიყოთ გამჭვირვალე და თანამშრომლობისთვის მზად ვართ. სპეციალურად აქ მოსასვლელად გუშინ ჩამოვედი საქართველოში, რათა გავფანტოთ ნებისმიერი სახის ეჭვი და ფიქრი, თითქოს რამე გვაქვს დაშავებული. ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი სოფელ განმუხურში და სოფელ ანაკლიაში. კიდევ ვაპირებთ ამ ფესტივალების ჩატარებას და კიდევ უფრო განვითარებას, რა თქმა უნდა შეცდომების გაანალიზებას, შეცდომებზე სწავლას და ყველაფრის გაუმჯობესებას", - განაცხადა "ჯემ ფესტის" დამფუძნებელმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ