საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს: "ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია"

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს: "ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია"

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილია. საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას და თავს ღატაკად მიიჩნევს. სპეციალისტების აზრით, სოციალური დახმარება მკაცრად გასაკონტროლებელია და აუცილებლად უნდა გადაიხედოს იმ ადამიანთა პირადი მონაცემები, რომლებიც სახელმწიფოსგან შემწეობას იღებენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ვისაც ფიზიკური შრომა შეუძლია, სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს და არა დახმარება დაუნიშნოს, რადგან საქართველოს მოსახლეობის ეს სეგმენტი "ერთმანეთს სიღარიბეში ეჯიბრება".

ბოლო ორი წელია, იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ ადამიანთა რიცხვი. 2015 წლის ივლისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 317 000 იყო, 2016 წლის ივლისში - 474 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 457 000. ამას გარდა, დიდია რეგისტრირებულთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობის მოლოდინში არიან. 2015 წლის ივლისში - 1 609 000 კაცი, 2016 წლის ივლისში - 1 338 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 მლნ-მდე ადამიანი.

კონკურენცია სიღარიბეში: ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს.

"სამწუხაროდ, ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია. სოციალური სისტემა, რომელიც ქულებზეა დაფუძნებული, მახინჯი სისტემაა და რეალურ სურათს არ ასახავს. ეს სისტემა შესაცვლელია" - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ ჯიბუტმა. მისი თქმით, სოციალური დახმარება ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით.

"ქულებზე დაფუძნებული სოციალური სისტემა შესაცვლელია, რადგან პოლიტიზებულია და მიბმულია იმაზე, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს უპირატესობა, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. სხვა სარგებელს ამ პროგრამიდან დიდად ვერ ვხედავ. ეს სისტემა ასევე ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით. იმიტომ, რომ იქ არის კონკურენცია სიღარიბეში, ვინ უფრო ღარიბია და ვინ უფრო მეტ შემწეობას იღებს, ეს ბევრისთვის პრობლემა სრულებით არაა. შემოსავლის ზრდისა და გამდიდრების ნაცვლად, როდესაც სიღარიბისკენაა მისწრაფება, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია წაიკითხეთ გაგრძელება

"9 პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"უგონო მდგომარეობაში იყო" - კარანტინში მყოფი ბიჭი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს

როდემდე გაგრძელდება რეგისტრაცია 200 ლარიანი დახმარების მისაღებად და რა კრიტერიუმებია საჭირო დასარეგისტრირებლად?