სამხრეთ ოსეთში მობილური სატელეფონო კავშირის კოდი შეიცვალა

სამხრეთ ოსეთში მობილური სატელეფონო კავშირის კოდი შეიცვალა

სამხრეთ ოსეთში მობილური სატელეფონო კავშირის კოდი შეიცვალა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

დღეიდან მობილური კავშირი დე-ფაქტო რესპუბლიკაში 928-ის ნაცვლად 929 კოდით განხორციელდება. ამასთან, მომსახურებას რუსული ოპერატორის "მეგაფონის" ნაცვლად ოსური დახურული სააქციო საზოგადოება "ოსტელეკომი" განახორციელებს. ყველა შემავალი და გამავალი ზარი წუთში 9 რუბლი ეღირება.

"ოსტელეკომის" რეკლამის სამსახურის სპეციალისტის ლარისა სანაკოევას ინფორმაციით, ახალი ნომრებიც ძველი ტარიფებით ისარგებლებენ, სპეციალურად დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში კი 1 წუთი 15 კაპიკი ეღირება.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?